თეგი: ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს „თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“.  იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვეს უკვე მეშვიდე გაშვება დაგმეს. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო რეგულარულად ეწინააღმდეგება აკრძალვას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს.  

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდა ფოტოებით დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი რაკეტის გაშვების დროს არის გადაღებული. BBC-ს ცნობით, კოსმოსიდან გადაღებულ უჩვეულო სურათებში ნაჩვენებია კორეის ნახევარკუნძულის ნაწილები და მიმდებარე ტერიტორიები.  ფხენიანმა დაადასტურა, რომ გამოსცადა Hwasong-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა (IRBM). მხოლოდ გასულ თვეში ფხენიანმა ჩაატარა რეკორდული რაოდენობის, შვიდი რაკეტა გაუშვა - ინტენსიური აქტივობა მკაცრად დაგმეს აშშ-მ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დუმილი დაარღვია - Reuters

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ დუმილი დაარღვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ომში შეერთებული შტატების და დასავლეთის ჰეგემონიურ პოლიტიკას ადანაშაულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის თავდასხმის შესახებ თავის პირველ ოფიციალურ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთი დამნაშავეა „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტა პირველად 2020 წელს სამხედრო აღლუმზე წარადგინეს, რომლის მასშტაბებმა სამხედრო სფეროს სპეციალისტებიც კი გააოცა. ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  "ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. რუსეთში 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა  

ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ  COVID19-ით ინფიცირების ფაქტი პირველად დაადასტურა. ქვეყანამ  „უმძიმესი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა და ლოკდაუნი დააწესა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შტამი ომიკრონი ფხენიანში დაფიქსირდა. სხვა დეტალები არ არის ცნობილი. მარტის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კოვიდვაქცინაცია ჩატარდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინმა მოულოდნელი კრიზისის დაძლევის პირობა დადო. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ უბედურებას უწოდებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. „ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან.  ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა  

მედია: ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან საბრძოლველად მარილიანი წყალი დალიონ და ტირიფის ფოთლის ჩაი დალიონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 263 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.24 მილიონს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა  

Reuters-ი: ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს. სულ მცირე ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს  

ჩრდილოეთ კორეა: შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დაგმო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, „რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ „ჩრდილოეთ კორეის საფრთხის” შესახებ აშშ-ის ჭორების გავრცელების რეალური მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე სამხედრო უპირატესობის ლეგიტიმაციაა“.  „სიტუაცია უფრო სასწრაფოდ ითხოვს ქვეყნის თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, რათა აქტიურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გარემოს სწრაფ გამწვავებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები გასულ კვირას NATO -ს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მოიძინო დამატებითი საშუალებები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეკავების გასაძლიერებლად. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის შეთანხმება „აზიური NATO-ს“ შექმნის შესახებ აშშ-ის გეგმის ნაწილია.  

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა

"ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა", -  ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც  BBC წერს, კიმ ჩინ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის გაძლიერება "გადაუდებელი ისტორიული ამოცანაა". „სრულ მზადყოფნაში ვართ, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის. აშშ ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები არასწორად წარმოაჩინოს, როგორც პროვოკაცია", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩაატარა. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა  

უცხოური მედია: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი "მოხალისის" გაგზავნას სთავაზობს

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 ათასი "მოხალისის" გაგზავნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. New York Post-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრის იგორ კოროჩენკოს თქმით, 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზადაა რუსეთ-უკრაინის "კონფლიქტში" ჩაერთოს. „არის განცხადებები, რომ 100 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზადაა ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ,“- განაცხადა კოროჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეამ COVID19 დაამარცხა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID19 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა „სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა - 74 ადამიანი - უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაფართოება სურს

რუსეთი პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს.  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში წერს და ქვეყნის განთავისუფლების დღეს ულოცავს. „ჩემი ნაბიჯი ორი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ჩემი მიზანია, დაკმაყოფილდეს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესები და წვლილი შევიტანოთ კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, - წერს პუტინი. პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში კი, კიმ ჩენ ინი წერს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას საფუძველი, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.   

ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ონჩეონიდან დასავლეთ სანაპიროზე, დღეს დილით ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ Reuters სამხრეთ კორეიდან სამხედრო წყარომ განუცხადა.  ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც სეულმა და ვაშინგტონმა სამხედრო სწავლებები დაიწყეს. Ulchi Freedom Shield-ის ფარგლებში სახმელეთო სწავლება 22 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გაიმართება.  წყაროს ცნობთ, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროები რაკეტების ფრენის დეტალებს სწავლობენ, მათ შორის იმას, თუ რა მანძილზე გადაადგილდა ფრთოსანი რაკეტა. CNN-ის გათვლებით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები მე-18 გაუშვა.   

AP: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა, „სამუშაო ძალა“ გაგზავნოს

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში „სამუშაო ძალის“ გაგზავნას განიხილავენ.  ამის შესახებ Associated Press-ი წერს. მისივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში ჩასვლას შეძლებენ.  ჩრდილოეთ კორეელი მუშაკების დასაქმება ნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, რომელსაც 2017 წელს დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით დაწესდა.  

"ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა" - ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებს ხურავენ

„ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდუალიზმს“ - აღნიშნული მოტივით, ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებსისა და საპარიკმახეროების დახურვას აპირებენ. სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული. "ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული სახელმწიფო ხაზინაში უკანონო ობიექტების აღმოფხვრის გზით და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ობიექტების გამოყენების გზით. კერძო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რადგან თმას სურვილის მიხედვით იჭრიან", - წერს მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი რეპრესიები სილამაზის სალონების მიმართ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო.   

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ერთიანი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ პიონგიანის პროვინციის ტაეჩონის მახლობლად გაისროლეს.  „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის ქმედება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის და ამის გაკეთება უკრაინაში შეჭრის დროს, მიუღებელია“, - განაცხადა თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტოკიოსა და სეულში ჩასვლას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მის მიერ განსახილველ საკითხთა შორისაა ტაივანის უსაფრთხოების საკითხი.    

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ თავის ატომურ ავიამზიდს სამხრეთ კორეის წყლებში განათავსებს. ამის შეახებ Anadolu წერს. (USS Ronald Reagan) ავიამზიდი, რომელმაც ნახევარკუნძული აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი საზღვაო წვრთნების შემდეგ, გასულ კვირას დატოვა, ახლა აღმოსავლეთით  დაბრუნდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ციტირებს. რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.  

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის და იაპონიის ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 350 კმ მანძილი, მეორემ კი 800 კმ. დაფარა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.  

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა. საჯარიმო ზომები შეეხება საწვავის შესყიდვის ქსელს, რომელიც ვაშინგტონის თქმით, მხარს უჭერს ფხენიანის იარაღის პროგრამებს და მის სამხედროებს. კერძოდ, საუბარია სინგაპურში დარეგისტრირებულ ორ კომპანიასა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმაზე, ვაშინგტონი ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩრდილოეთ კორეის მიერ გადარიცხვების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც გაეროს სანქციების გვერდის ავლით ხდება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის სინგაპურში დაფუძნებულს ადანაშაულებს გემის მფლობელობაში ან მართვაში, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა. „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, დესტაბილიზაციის გამომწვევი და სახიფათოა. დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს შეიარაღების პროგრამებს სანქციების თავიდან აცილების გზით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გაშვება, მათ შორის იაპონიის თავზე, მეტყველებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულვებელყოფაზე“, - განაცხადა თავის მხრივ, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მრავალმხრივი სანქციების აღსრულებას და ყურადღებით დააკვირდება DPRK-ის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ პირთა დასახელებით, ვინც მხარს უჭერს ამ საქმიანობას. გაეროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ აუარა გვერდი შეზღუდვებს.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისევ გამოსცადა

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ეს მესამე გამოცდა იყო გასული კვირის განმავლობაში. „ჩრდილოეთმა კორეამ საეჭვო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა“, - დაწერა იაპონიის პრემიერის ოფისმა Twitter-ზე. Anadolu-ს ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა ასევე დაადასტურეს რაკეტის გაშვება, მაგრამ სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ. გასული კვირის დასაწყისში ფხენიანის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა, რეგიონში სამხრეთ კორეის, იაპონიის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ გააძლიერა. ფხენიანი აცხადებს, რომ „აშშ-ის პირდაპირი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვით ზომებს მიმართავს“.  

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე, ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს. უცხოური პრესის ინფორმაციით, გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეულ გემს გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნეს და გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არტილერიით ათჯერ გაისროლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა „უცნობი გემის თვალყურის დევნების საბაბით“. ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერლის თქმით, მათი გასროლები უკავშირდებოდა სამხრეთ კორეული ფრეგატის მიერ მათი ტერიტორიული წყლების დარღვევას. ამასთან, სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა არღვევს 2018 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც სასაზღვრო ზონებში "მტრული ქმედებების" აკრძალვას ითვალისწინებს და აწესებს შეზღუდვებს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებაზე. ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.  

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.  ამასთან, სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთის მოქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასა.  ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს ჩაატარა. 2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთმა კორეამ თავი გამოაცხადა ბირთვულ სახელმწიფოდ და მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმის პრევენციისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას.  

ნედ პრაისი: აშშ იყენებს ყველა ინსტრუმენტს ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდების წინააღმდეგ, ანალოგიურად ვმოქმედებთ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც

აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი ჩრდილოეთ კორეიდან (DPRK) რუსეთში იარაღის გადაზიდვის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ირანული იარაღის რუსეთისთვის მიწოდების წინააღმდეგ, ანალოგიურად ვმოქმედებთ DPRK-ის შემთხვევაშიც“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, მიუხედავად საჯარო უარყოფისა, რომელიც მოვისმინეთ DPRK-ისგან,  ის ფარულად ამარაგებს რუსეთის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი რაოდენობით, ასევე, წარმოაჩენს, რომ თითქოს, ეს იარაღი იგზავნება ახლო აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების მოძიებას, რათა DPRK პასუხისმგებლად მივიჩნიოთ არამხოლოდ მისი WMD (მასობრივი განადგურების იარაღი) და ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, არამედ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი მუდმივი მიწოდებისთვისაც“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ჩრდილოეთ კორეამ, სასაზღვრო ზონის გასწვრივ 80-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ 4 ნოემბრის ღამეს საზღვაო სასაზღვრო ზონის გასწვრივ, 80-მდე საარტილერიო ჭურვი ესროლა. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. სამხრეთ კორეის მხარე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ამ ქმედებით 2018 წლის სამხედრო შეთანხმება დარღვია, რადგან ამ ზონაში სროლა აკრზალულია.  სამხრეთ კორეა და აშშ ასევე აცხადებენ, რომ DPRK-მ დაასრულა ტექნიკური მზადება ბირთვული გამოცდისთვის. IAEA-მ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული ტესტების შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეშფოთების მიზეზია. 4 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა ჩრდილოეთ კორეასთან საჯარო შეხვედრა მოაწყოს. ამ ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ. Reuters-ი წერს, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან ჩრდილოეთ კორეამ წელს რეკორდული რაოდენობის რაკეტების გაშვება განახორციელა, მათ შორის მინიმუმ 23 რაკეტა, მხოლოდ 3 ნოემბერს გაუშვა.   

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გამოცემის ცნობით, ზღვაში დაცემამდე რაკეტებმა 130 კილომეტრი იფრინეს. ამ ეტაპზე, ამერიკული და სამხრეთკორეული სპეცსამსახურები მომხდარის დეტალებს სწავლობენ.  

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, ლუგანსკისა და დონეცკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების  შესახებ, კრიტიკულად აფასებს.  უკრაინა ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩაშლის მცდელობას უწოდებს. ფხენიანი, არღვევს უკრაინის კონსტიტუციასა და გაეროს წესდება საერთაშორისო ნორმების შესახებ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. არამეგობრული აქტის საპასუხოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ აცხადებს. ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში.   

იარაღის მიწოდების შესახებ ცნობების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მატარებელი ჩავიდა - Reuters

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მატარებელი ჩავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში ომისთვის ფარულად აწვდის. ამის შესახებ ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა (38 North) თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით განაცხადა. მისივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში მატარებლის ასეთი მოძრაობა შენიშნეს. რუსეთის ვეტერინარულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მატარებელმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა და მას ცხენები გადაჰყავდა.  „გამოსახულებიდან შეუძლებელია მატარებლის მისიის დადგენა, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ხდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის აღდგენის ზოგადი მოლოდინის ფონზე”, - განაცხადეს თავის მხრივ, ანალიტიკურ ცენტრში. ჩრდილოეთ კორეამ სექტემბერში განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებია რუსეთისთვის იარაღი ან საბრძოლო მასალა და არ აპირებს ამის გაკეთებას. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში. 

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მხარს უჭერს

ჩრდილოეთ კორეამ მხარი დაუჭირა „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა 23-27 სექტემბერს, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში ჩაატარა. ინფორმაციას კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ რეფერენდუმები ორგანიზებული იყო „გაეროს წესდების შესაბამისად“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას ზემოაღნიშნული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“, - განაცხადა ჯო ჩოლ სუმ, ფხენიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ჩრდილოეთ კორეა გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგებს უკრაინაში. გაერო, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ვლადიმერ პუტინის მიერ 30 სექტემბერს გამოცხადებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ეწინააღმდეგებიან. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან ახლოს, ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო ცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან ახლოს, ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს. შეგახსენებთ, პარასკევს, 19 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა რეგიონულმა მოკავშირეებმა დაგმეს ეს ნაბიჯი და დაადანაშაულეს ფხენიანი რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პროგრამა.

კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა

კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა.  მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მიზანია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული და სტრატეგიული ძალების ფლობა. კიმ ჩენ ინი სამხედრო პერსონალის, მეცნიერებისა და ტექნიკოსების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომლებიც Hwaseong-17-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვებაში მონაწილეობდნენ. თავის გამოსვლაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, მიუთითა 18 ნოემბერს გაშვებულ Hwaseong-17-ის რაკეტაზე და განაცხადა, რომ ეს „მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სტრატეგიული იარაღია“. მან აღნიშნა, რომ Hwaseong-17-ის რაკეტის შექმნით დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეას, შესწევს უნარი, რომ მსოფლიოში უძლიერესი არმია შექმნას. „ჩვენი საბოლოო მიზანია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სტრატეგიული ძალების შექმნა“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.   

მედია: ჩრდილოეთ კორეაში ორი მოზარდი, სამხრეთ კორეული ფილმების გავრცელების გამო, სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სამი მოზარდი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა.   ამის შესახებ dailymail წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ორი მოზარდი სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და გავრცელებისთვის, ხოლო ერთი დედინაცვალის მკვლელობისთვის გასამართლდა.  წყაროს ცნობით მოზარდები სიკვდილით, ოქტომბერში აეროდრომზე დასაჯეს.   

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, რაკეტებმა დაახლოებით 350 კმ იფრინეს, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 100 კმ შეადგინა. სამივე რაკეტა იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.  

ჩრდილოეთ კორეამ 4 საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ წვრთნების დროს ოთხი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.  რაკეტებმა 2000 კმ-ის მანძილის დაფარვის შემდეგ, სამიზნე გაანადგურეს. ადგილობრივი მედის ცნობით, რაკეტების გაშვება იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანას მტრული ძალების წინააღმდეგ ბირთვული კონტრთავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია.  

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა - Reuters

Reuters-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა. რაკეტა ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს და მან დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეამ მომხდარი „მძიმე პროვოკაციად შეაფასა“. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან. ფაქტი დაგმო თეთრმა სახლმაც. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით კი, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩავარდნილა. რაკეტის გაშვების გამო, იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობას ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა, თუმცა გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა.

ჩრდილოეთ კორეის ხომალდის მიერ საზღვრის გადაკვეთას სამხრეთისგან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა - Reuters

სამხრეთ კორეამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის გემმა საზღვაო საზღვარი გადაკვეთა, განაცხადეს სამხრეთ კორეის სამხედროებმა კვირას, ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა ჩრდილოეთის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენი სამხედროები ინარჩუნებენ გადამწყვეტ საბრძოლო პოზიციებს, აკონტროლებენ მტრის მოძრაობას, პოტენციური პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია JCS-ის განცხადებაში კვირას. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ორშაბათიდან 28 აპრილამდე აშშ-ის საჰაერო ძალებთან და საზღვაო ქვეითებთან ერთად ატარებენ კომბინირებულ წვრთნებს. წვრთნები მობილიზდება 110 თვითმფრინავით, მათ შორის სამხრეთ კორეის F-35 და F-15 გამანადგურებლები და ამერიკული F-16 თვითმფრინავები და KC-135 საჰაერო საწვავის ტანკერები, ისევე როგორც 1,400 ჯარისკაცი ორივე მხრიდან.  

ჩრდილოეთ კორეაში 10 000 თანამედროვე სახლის აშენება იზეიმეს

ჩრდილოეთ კორეამ კვირას გამართა საზეიმო ცერემონია, რათა 10,000 ახალი თანამედროვე სახლის დასრულება აღენიშნათ. იტყობინება სახელმწიფო მედია KCNA. ლიდერი კიმ ჩენ ინი ცერემონიაში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა. 2021 წელს ჩრდილოეთ კორეამ დედაქალაქში ხუთი წლის განმავლობაში 50 000 ახალი ბინის აშენების გეგმის შესახებ გამოაცხადა. კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბინების მშენებლობის პროექტი დიდი ხნის სანუკვარი გეგმაა, რომელიც წინ მიიწევს როგორც „უმაღლესი პრიორიტეტი“. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იდეა, რომ ფხენიანი „მსოფლიოში ცნობილ“ ქალაქად აქციოს. თებერვალში დაიწყო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო მედია ასე აღწერს: „სოციალიზმის კიდევ ერთი მდიდრული ქუჩა, რომელიც ხალხის ბედნიერებით არის სავსე".  

კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ამ მიზნით ფხენიანმა მუშაობა დაასრულა. კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ თანამგზავრს აპრილის ბოლოს გაუშვებს. მისივე განცხადებით, „დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად“. ჩრდილოეთ კორეაში ახლა ამ ამოცანის შესრულების მიზნით, მოსამზადებელი კომიტეტის შექმნას განიხილავენ, რომელიც  მისიის დაგეგმილ დროში განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს.  

იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების გამო, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა. იაპონა მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება. მედიის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე იგეგმება.  

კიმ ჩენ ინი რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, „ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას“. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა. კიმ ჩენ ინი მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს. „დღეს რუსი ხალხის ბრძოლა მტრული ძალების მხრიდან მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება, ახალ გადამწყვეტ ფაზას გადის. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, - ციტირებს კიმ ჩენ ინს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA).  

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა - გაერო

ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 ივლისს გაშვებული რაკეტა, ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ხალედ ჰიარიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ჰიარის თქმით, კორეულმა რაკეტამ ათას კილომეტრზე მეტი იფრინა და 6648 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფრენა დაახლოებით 74 წუთს გაგრძელდა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი რუსეთის სანაპიროდან 380 კილომეტრზე ნაკლებია. ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ამ ინფორმაციას კომენტარს არ აკეთებენ. ჩრდილოეთ კორეის სპიკერმა აღნიშნა, რომ Hwaseong-18 რაკეტა გაშვებული იყო „როგორც თავდაცვის უფლების ნაწილი მტრული ძალების საშიში სამხედრო მოქმედებების შეკავების მიზნით“. ჰიარი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა „შეიძლება, დედამიწის ბევრ წერტილს მიაღწიოს“. 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ უკვე განახორციელა 90-ზე მეტი გაშვება, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვას არღვევს.  

გაეროს მაღალჩინოსანი უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის ბევრ წერტილამდე მიაღწიოს

გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და წყნარ ოკეანეში გაეროს პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტებში, განაცხადა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 12 ივლისს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა -  Hwasong-18 გაუშვა. „გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ 1001,2 კილომეტრის მანძილზე იფრინა 6648,4 კილომეტრის სიმაღლეზე, ვიდრე ზღვაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა ზღვაში, რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა - გაერო გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა დაახლოებით 74 წუთი გაგრძელდა, რაც პოტენციურად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტის ყველაზე ხანგრძლივ ფრენაზე მიუთითებს“, - ამბობს გენერალური მდივნის თანაშემწე. კორეის ნახევარკუნძულზე მზარდი დაძაბულობის მოტივით, უწყების მაღალჩინოსანმა უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ ფხენიანის სარაკეტო სისტემას შეუძლია, დედამიწის დიდ ნაწილამდე მიაღწიოს. „სისტემებს, რომლებიც ფხენიანმა 12 ივლისს, 13 აპრილს, 16 მარტს, ამ წლის 18 თებერვალს, ისევე როგორც გასულ წელს,  სულ ხუთჯერ გამოსცადა, „შეუძლია, დედამიწის უმეტეს წერტილამდე მიაღწიოს“, - განაცხადა გენერალური მდივნის თანაშემწემ. თავის მხრივ, იაპონიის წარმომადგენელმა რაკეტის გაშვება დაგმო, რადგან ის „საფრთხეს შეუქმნის გემებს, აყენებს თვითმფრინავებს დიდი რისკის ქვეშ და აშინებს იაპონიის მოქალაქეებს.“ იაპონია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რაკეტის სავარაუდო დიაპაზონი შეიძლება, 15000 კილომეტრს აღემატებოდეს. მისი თქმით, მთელი აზია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აფრიკა, ასევე, სამხრეთ ამერიკის ნაწილიც კი დადგება რისკის ქვეშ იმის გათვალისწინებით, რომ ამ რაკეტას არალეგალური ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია. ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია, ფხენიანს უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევენ, სანქციებითა და ზეწოლით არიან „შეპყრობილნი.“ „რაც თავის მხრივ, „კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას უქმნის უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხეს“, მაშინ როცა ამ ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების შეშფოთება არასოდეს ყოფილა განხილული“, - განაცხადა მან და დიალოგისკენ მოწოდებით გამოვიდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერმა გაიხსენა, რომ წარსულში, საბჭოს ერთიანობა ჭარბობდა ამ საქმეში და ემსახურებოდა მკაფიო გზავნილის გაგზავნას, რომ საბჭო არ დაუშვებდა ბირთვული იარაღის გავრცელებას ფხენიანის მიერ, მან ამ ერთიანობის დაბრუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

BBC: აშშ-ის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს

აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება.  კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კაცი ახლა ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია და ინციდენტის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში.  

CBS News: ჩრდილოეთ კორეის მიერ დაკავებული პირი, ამერიკელი ჯარისკაცი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება. ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში  

რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში

შეკითხვა თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ ზუსტად შვიდი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1953 წლის ზავმა კორეის ომი შეაჩერა. აშშ-ის ახლა სამხრეთ კორეაში დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. Reuters-ის 2021 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 28 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რაც მას აქცევს მესამე უცხოურ ძალად  იაპონიის და გერმანიის შემდეგ. სამხრეთ კორეაში ასევე მდებარეობს აშშ-ს უდიდესი სამხედრო ბაზა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ და სამხრეთ კორეა განაგრძობენ პარტნიორობას. „ეს იმიტომ ხდება, რომ კორეის ომი რეალურად არასოდეს დასრულებულა. ზავმა შეაჩერა ბრძოლა, მაგრამ არასოდეს ყოფილა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას, და  მის მოკავშირეებს შორის. ჩრდილოეთ კორეა  ისევ შეშფოთების მიზეზია როგორც აშშ-სთვის, ასევე სამხრეთ კორეისთვის, რადგან ის ხშირად ცდის თავის სარაკეტო შესაძლებლობებს და მუშაობს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაზე,“ - წერს თავის მხრივ BBC. გაეროს თანახმად, აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა „სადემარკაციო ხაზი“ და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.  

იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

Reuters-ის ცნობით,  სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით, კორეული სააგენტო Yonhap-ი წერს, რომ რაკეტა გაშვებული იყო ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. მეტი დეტალი არ გავრცელებულა. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფხსენიანმა შესაძლოა, მეორე რაკეტაც გაუშვა. უახლესი Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას გამოსცადა და განაცხადა, რომ ეს იყო გაფრთხილება შეერთებული შტატებისა და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ახალი კრიზისი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.  

ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცი განზრახ გადავიდა ჩრდილოეთ კორეაში. ამის შესახებ CNN წერს. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვიკვლევთ სიტუაციას, ვცდილობთ ამ ინციდენტის მოგვარებას”, - განაცხადა ოსტინმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში „ტრევის კინგი ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია მას შემდეგ, რაც გადაკვეთა საზღვარი „განზრახ და ნებართვის გარეშე“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს. 18 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება. ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში ცნობისთვის, სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ამერიკული წყალქვეშა ნავი სამხრეთში ჩავიდა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე განლაგდა. 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. ჩრდილოეთ კორეამ ამაზე რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ასეთი განლაგება შეიძლება, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. გასულ კვირას მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ გასულ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებს უმასპინძლებს

რუსეთის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. DW-ს ცნობით, ვიზიტი „გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. 26 ივლისიდან, ფხენიანს ჩინეთის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი, ლი ჰონჯონგი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ილ სუნის მოედანზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ რაკეტებსა და სხვა „სამხედრო მიღწევებს“ წარადგენენ. როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ფხენიანი აპირებს, მასშტაბურად აღნიშნოს კორეის ომის ზავზე ხელმოწერა, რომელიც ცნობილია როგორც „გამარჯვების დღე“ ჩრდილოეთ კორეაში. „დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი და სხვა ღირსშესანიშნავი ღონისძიებები,“ - წერს მედია. რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირეა. ვაშინგტონის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ურყევი მხარდაჭერა გამოავლინა რუსეთის შეჭრის მიმართ უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა  

ბლინკენი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე: რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოს. „ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს," - განაცხადა ბლინკენმა. შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში 26 ივლისს ჩავიდა. კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო  

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავება დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ ტრევის კინგის პატიმრობის შეესახებ ცნობა დაადასტურა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარისკაცის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაერომ მოითხოვა. ამის შესახებ ორგანიზაცია თავად იუწყება. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან საზღვარი გადაკვეთა, რის შემდეგაც ვარაუდობდნენ, რომ ის დააკავეს. გაეროს სარდლობამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფხენიანის პასუხის შესახებ მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებენ. ამბობენ, რომ არ სურთ, ჯარისკაცის სახლში დაბრუნებას ხელი შეუშალონ. BBC წერს, რომ გაეროს ეს პასუხი მიუთითებს, რომ ფხენიანი შეიძლება, მზად იყოს მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა უპასუხეს მოთხოვნას და დაადასტურეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი მათ პატიმრობაში იმყოფება. ტრევის კინგი დაზვერვის სპეციალისტია, რომელიც ჯარში 2021 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში მსახურობდა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში  

კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ფხენიანი ამ წვრთნებს გმობს და „შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს. სარაკეტო გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში რაკეტის ტექნოლოგიის ტიპი ან საცდელი გაშვების დრო მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ რაკეტებმა „სწრაფად, შეცდომის გარეშე დაარტყეს სამიზნეებს.“ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე, აშშ-მ სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი სამმხრივი სამიტი გამართეს, რომლის დროსაც გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული საფრთხის დასაძლევად ერთად იმუშავებენ.  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთზე ბირთვული დარტყმის იმიტაცია მოაწყო

ჩრდილოეთ კორეის არმიის გენერალურმა შტაბმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ორი მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სამხრეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე ბირთვული დარტყმების იმიტაციისთვის. ფხენიანის განცხადებით 30 აგვისტოს, აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებთან ერთად ჩაატარეს სამხედრო წვრთნა, რომელიც „აჩვენებს მათ განზრახვას, ჩრდილოეთ კორეაზე მიიტანონ პრევენციული ბირთვული დარტყმა.“ ამის საპასუხოდ კი, ჩრდილოეთ კორეის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გაუშვა 2 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტები პირობითი სამიზნის თავზე, 400 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ 30 აგვისტოს ზღვაში ჩავარდა ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული, მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. „კიმ ჩენ ინი აშკარად ავლენს ჩვენზე სამხედრო თავდასხმის განზრახვას საბაბად სამხრეთ კორეა-აშშ-ის წვრთნების ყოველწლიური თავდაცვითი წვრთნების გამოყენებით,“ - ნათქვამია სეულის განცხადებაში. კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა  

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  „დეტალებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აანალიზებენ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია შორი რადიუსის რაკეტების შემუშავების გამო, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად სანქციები 31 აგვისტოს დააწესა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო განვითარებაში. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

CNN: კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. CNN სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტების გაშვება რამდენიმე წუთის ინტერვალით განხორციელდა. როგორც ამერიკული ტელეარხი წერს, ბალისტიკური რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის მეთაურების შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე განხორციელდა, რომლებსაც ორივე ლიდერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ორივე მსოფლიო არენაზე სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.  

ჯონ კირბი: არცერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში - ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს. მან პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას მჭიდროდ აკვირდება. ვაშინგტონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარი არ დაუჭიროს. „არც ერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში,” -აღნიშნა კირბიმ. „თუ ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტს, რუსეთს რაიმე სახის იარაღით დაეხმაროს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და შესაბამისად გავუმკლავდებით ამას. როგორც ჯეიკ სალივანმა წინა კვირას თქვა, ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. პუტინი რასაკვირველია არტილერიას ეძებს. დონბასსა და უკრაინის სამხრეთში მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ძალიან არის დამოკიდებული არტილერიაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალის სულ მცირე ერთი სახეობააა, რომელსაც პუტინი ეძებს. შესაძლოა, საუბარი საბრძოლო მასალის სხვა სახეობებზეც მიმდინარეობდა, მაგრამ მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს,” - განაცხადა ჯონ კირბიმ.  

გენერალი მილი: ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ომის მიმდინაორებისთვის. მილის თქმით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი 152-მმ საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე შეთანხმდნენ. „ექნება ამას უდიდესი მნიშვნელობა? - მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ! ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით და როდის მიეწოდება რუსეთს აღნიშნული საბრძოლო მასალა. არ მინდა შევამცირო იარაღით დახმარების მნიშვნელობა, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უკრაინაში ომისთვის გადამწყვეტი იყოს," - განაცხადა გენერალმა. პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომზე შეხვდნენ  

ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სამხედროს აშშ-ს გადასცემს

ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ 2023 წლის ივლისში სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ სამხედროს ამერიკას გადასცემენ. ტრევის კინგის ამერიკული მხარისთვის გადაცემის ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ფხენიანის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მხარემ ტრევის კინგის დაკითხვა უკვე დაასრულა. მან აღიარა, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავება დაადასტურა  

მეთიუ მილერი: მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მილერის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შეიარაღების გადაცემის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროსაც გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობები, რუსეთში ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთისგან ჩრდილოეთ კორეაში ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით, უფრო მეტად დაარღვევს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი. „ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავისი საჯარო განცხადებები და თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან," - აღნიშნა მილერმა.  

ჩრდილოეთ კორეის მიერ გათავისუფლების შემდეგ, ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდა

აშშ-ის არმიის რიგითი ტრევის კინგი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო ივლისში დააკავა. ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სამხედროს აშშ-ს გადასცემს CNN ოფიციალური პირების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრევის კინგი სამხედრო თვითმფრინავით, სან ანტონიო-ფორტ სემ ჰიუსტონის ერთობლივ ბაზაზე ჩაიყვანეს. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რიგითმა კინგმა, კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, შვედეთის მთავრობის დახმარებით, ჩინეთში გადაკვეთა. შეერთებულ შტატებში მისი გადაყვანა ჩინეთიდან განხორციელდა. „მადლობას ვუხდით შვედეთის მთავრობას მისი დიპლომატიური როლისთვის, როგორც შეერთებული შტატების ინტერესების გამტარი ძალა DPRK-ში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, კინგის ტრანზიტის ხელშეწყობისთვის,“ - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ციტირებს. კინგმა მიმდინარე წლის ივლისში, ჩრდილოეთ კორეის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.   

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობისსა და ბირთვული იარაღის გავრცელების გლობალური რეჟიმისათვის. ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმაჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა. თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს წარუდგინა სატელიტური ფოტოების სერია, რომელშიც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო ტვირთის გადატანა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემით. ვაშინგტონის ინფორმაციით, საუბარია 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდზე. „ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეას ამ სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის, უკრაინელი სამოქალაქო პირების მკვლელობისა და რუსეთის მიერ არალეგიტიმური ომის შემდგომი გაგრძელებისთვის," - განაცხადა კირბიმ.  

ლავროვი რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეაში დაისვენონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფხენიანს ეწვია, სადაც თავის კოლეგას შეხვდა, შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. ურჩევდა თუ არა ის რუს ტურისტებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აირჩიონ დასვენების ადგილად, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ლავროვმა დადებითად უპასუხა. მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ძლიერ აფასებს“ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას მოსკოვის ქმედებების მიმართ უკრაინაში.  

ფხენიანი ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო

ჩრდილოეთ კორეის აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა. სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში, ასევე, ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტოც ერთვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის თანახმად, ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა.  აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს  

აშშ-მ და მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვების საპასუხოდ, სანქციები აამოქმედეს

შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა რვა ჩრდილოეთ კორეელელს სანქციები დაუწესეს. სანქცირებულთაგან ორი რუსეთში ცხოვრობს. სანქციები ფხენიანის მიერ ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას მოჰყვა. აშშ-ის ახალი სასანქციო ზომა ძალაში შევიდა ავსტრალიასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან კოორდინაციით. სანქციების სიაში შედის ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობის ბანკის მთავარი წარმომადგენელი რუსეთის ვლადივოსტოკში, რომელიც ხელს უწყობდა ფინანსურ ტრანსფერებს ჩრდილოეთ კორეის "ფინანსური ინსტიტუტებისა და იარაღით ვაჭრობის სუბიექტების" სახელით. ზომები ასევე ვრცელდება ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული განვითარების ბანკის წარმომადგენელზე რუსეთში, ფხენიანის სარაკეტო პროგრამაში ჩართული სუბიექტისთვის მრავალჯერადი გადახდების განხორციელებისთვის. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესეს კიდევ ექვს ჩრდილოეთ კორეელს, რომლებიც ჩინეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. აშშ და სამხრეთ კორეა ეჭვობენ, რომ რუსეთი ეხმარება ჩრდილოეთ კორეას მისი თანამგზავრის გაშვებაში სამხედრო მარაგის სანაცვლოდ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვსა და სხვა იარაღს მოიცავდა.  შეგახსენებთ, აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ფხენიანი იმასაც ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო.  

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის მიერ თანამგზავრის გაშვების ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის „სადაზვერვო ოპერაციებში“ ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეეცდება სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების უკანონო და უსამართლო გამოყენებით დაარღვიოს, მაშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავდაცვის მიზნით, საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს, რათა გაანადგუროს აშშ-ის ჯაშუში თანამგზავრების სიცოცხლისუნარიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, თავისი პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა. აშშ-მ და მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვების საპასუხოდ, სანქციები აამოქმედეს  

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას “ჯოჯოხეთური განადგურების“ შესახებ აფრთხილებს

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას, დაუფიქრებელი ქმედებების საპასუხოდ, ჯოჯოხეთური განადგურებით ემუქრება. „ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება," - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ." ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სარაკეტო სარდლობა მოინახულა და განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კორეა მტრის თავსა და გულზე სასიკვდილო იერიშს მიიტანს. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები პარასკევს გამართავენ მოლაპარაკებებს ბირთვული შეკავების შესახებ, რაც ვაშინგტონის ვალდებულების ნაწილია, სეულს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მის გეგმებზე, ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან.  

ფხენიანმა 12 საათში ორი რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან, რომ დღეს, 18 დეკემბერს დილით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა. 17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა. ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმეს და ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა  

ჯონ კირბი: რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობას აძლიერებენ. კირბის შეფასებით, ხსენებული სახელმწიფოები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ესხმიან თავს. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია და არიან გარკვეული სახელმწიფოები, რომლებსაც ამ წესრიგის წინააღმდეგ მოქმედების სურვილი აქვთ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის, ისევე როგორც გარკვეულწილად, ჩრდილოეთ კორეის მზარდ სურვილს, რომ ერთმანეთთან კავშირი გააძლიერონ და გააუმჯობესონ,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ.  

NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა," - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. სმიტის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა. „მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის,“ - აღნიშნა NATO-ში აშშ-ის ელჩმა. ელჩის განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე, ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.  

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა. სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.  

აშშ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭოს იწვევს

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება. „აშშ იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა,“ - წერს კისლიცა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული სულ მცირე ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გამოიყენეს ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროს. „აშშ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები,“ - წერს კისლიცა. თეთრმა სახლმა 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბის თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი "საიდუმლო", ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს - ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ "აქტიურად მიიწევს წინ."  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა - სეული

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. სამხრეთ კორეის შეფასებით, ამგვარი ქმედება ემუქრება მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის დაძაბულობას.გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა. სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ევაკუაციის განკარგულება დაბომბვას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია.  

ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო

სეულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს სამხრეთ კორეის ორ სასაზღვრო კუნძულთან საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის გამოც სამხრეთ კორეის არმიამ სწავლება დაიწყო. წვრთნებში, სავარაუდოდ, იენფიენდოსა და პენიონდოს კუნძულებზე მდებარე ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. ფხენიანგის მთავარმა მოკავშირემ ჩინეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.  „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს და თავშეკავებას, თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას, თავიდან აიცილებს სიტუაციის შემდგომ ესკალაციას და შექმნის პირობებს მნიშვნელოვანი დიალოგის განახლებისთვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ფხენიანის შეკავების მცდელობისას ვაშინგტონმა ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში გასული წლის ბოლოს განათავსა.  

სამხრეთ კორეის დაზვერვა კიმ ჩენ ინის სავარაუდოდ მემკვიდრედ მის ქალიშვილს მიიჩნევს

სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ქალიშვილს მის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევს. სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჩენ ინის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. 10 წლის ჯუ აე მამასთან ერთად აქტიურად ესწრება სამხედრო აღლუმებს და სამხედრო ტესტირებებს. კიმ ჩენ ინის მამა კიმ ჩენ ირი ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“  

ჩრდილოეთ კორეა მაღალ ფასს გადაიხდის პუტინის დახმარებისთვის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა "მაღალ ფასს" გადაიხდის რუსეთის მხარდაჭერისთვის.  მანამდე აშშ-მ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფხენიანის მიერ მიწოდებული რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. „მსოფლიომ ზურგი შეაქცია რუსეთს და აიძულა პუტინი, დამცირებულიყო, ჩრდილოეთ კორეაში წასულიყო მისი უკანონო შემოჭრის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა შაპსმა.  მისი შეფასებით, ამით რუსეთმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია და რისკის ქვეშ დააყენა მსოფლიოს სხვა რეგიონის უსაფრთხოება. „ეს ახლა უნდა შეწყდეს,” - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მოსკოვი და განაცხადა, რომ მის მიერ ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოყენება იყო "რუსეთის იზოლაციის გამოვლინება მსოფლიო ასპარეზზე და ასევე, მისი სასოწარკვეთის ნიშანი; „გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერდა, როგორც მუდმივი წევრი." ლონდონი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, „შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.“ მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გააქტიურდა, რადგან პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეებს ეძებს.  NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა  

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. „დღეს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს.“ - ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სამხრეთ კორეამ 5 იანვარსაც განაცხადა, რომ იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები დაიწყო  

კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა - Reuters

კიმ ჩენ ინის დაბადების დღედ 8 იანვარი ითვლება, თუმცა მის რეჟიმს ეს თარიღი არასოდეს დაუდასტურებია. აშშ-ის მთავრობამ მის დაბადების წლად 1984 წელი დაასახელა, რის მიხედვითაც, ჩრდილოთ კორეის ლიდერს 40 წელი შეუსრულდა. Reuters-ი წერს, რომ კიმ ჩენ ინის წინამორბედი მმართველების, მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები ავტორიტარულ სახელმწიფოში ეროვნულ დღესასწაულებ არის გამოცხადებული, თუმცა მოქმედლი ლიდერის სავარაუდო დაბადების თარიღს მედიაც არ მოიხსენიებს. ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ კორეაში, ლიდერის დაბადების  დღის თარიღზე 2020 წლის იანვარში მიანიშნეს. მაშინ ფხენიანმა აღიარა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა, ზუსტი თარიღი არ უხსენებიათ. წელს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ აჩვენა კადრები, რომლის მიხედვით კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან და მაღალჩინოსნებთან ერთად ქათმის ფერმას სტუმრობდა.  

უკრაინა: წინასწარი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეის რაკეტები გამოიყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებები უკრაინულმა მხარემ ბოლო დღეებში მოიპოვა. „წინასწარი სამეცნიერო და ტექნიკური ექსპერტიზის შედეგები ადასტურებს, რომ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე 2 იანვარს გაშვებული რაკეტა არის ჩრდილოეთ კორეის მიერ შემუშავებული მცირე რადიუსის რაკეტა,“ - განმარტავს კოსტინი. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მსგავსი დასკვნები მიიღეს გენერალური პროკურატურის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სამხედრო ექსპერტებმაც. ექსპერტები იმყოფებოდნენ რაკეტის დარტყმის ადგილებზე და ჩაატარეს რაკეტის ნაწილების წინასწარი შემოწმება და ანალიზი. კოსტინი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საკომისიო ექსპერტიზა. სავარაუდოდ, საბოლოოდ დადასტურდება ეს ფაქტი.  NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი აშშ, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ  

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება. ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო. ახლანდელი ვიზიტის მიზანი არ გამოცხადებულა, მაგრამ ის შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდების საკითხზე თანამშრომლობასთან. სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი უკრაინაში გამოსაყენებლად.  კონტექსტი შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც. 10 იანვარს ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა პირველადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისას. მათ შორის, 2 იანვარს ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისას. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა. 12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მყოფი „224 მფრინავი რაზმი“, მისი დირექტორი ვლადიმირ მიხეიჩიკი და ასტრახანის ოლქში მდებარე ორი პოლიგონი.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ­ნიშნად, წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემა გამოსცადა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული წყალქვეშა დრონის, "Haeil-5-23"-ის გამოცდა, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის მიერ აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში განხორციელდა, თუმცა გამოცდის თარიღი მითითებული არ არის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები აღმაშფოთებელია და კატასტროფული შედეგები მოჰყვება. „ჩვენი არმიის სხვადასხვა საზღვაო და წყალქვეშა საპასუხო ქმედებები გაგრძელდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო ძალების მტრული სამხედრო მანევრების შეკავების მიზნით," - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, სამი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი რეგულარული წვრთნები გამართეს. წვრთნები ფხენიანის მხრიდან მზარდ ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდა.  

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ. Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმებას ჩრილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე, ფხენიანში მიაღწიეს. ჩინელი დიპლომატი, ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა. თავის მხრივ, პეკინის განცხადებით, ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ორ მუდმივ წევრთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან პეკინთან და მოსკოვთან კავშირები მკვეთრად გააუმჯობესა.  ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის საპასუხოდ, სანქციები აამოქმედა  

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა - მედია

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები (SLCM) გამოსცადა. Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ განახლებული ამით ჩრდილოეთ კორეამ მისი საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება დააჩქარა. სარაკეტო გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მეთვალყურეობდა. მედიის ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოსცადა ახალი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შექმნილია ბირთვული ქობინის გადასატანად, მაგრამ მაშინ არ განუმარტავს, რომ ის წყალქვეშა გაშვებისთვის იყო შემუშავებული.  

ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ, სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში. ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მახლობლად მდებარეობს, სიმბოლო იყო ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც 2000-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ორ მილიონამდე სამხრეთკორეელმა ტურისტმა მოინახულა. პროექტი 2008 წელს შეჩერდა, როცა სამხრეთკორეელ ტურისტ ქალს, რომელიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ჩრდილოკორეულმა დაცვამ ესროლა და მოკლა.  

კიმ ჩენ ინი: უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, არასოდეს გამართავს დიალოგს ან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მისი ქვეყნის „ნომერ პირველი მტერია“ და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სამხედრო მზადყოფნის პოლიტიკა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა. „თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ ძალა მათ გასაცამტვერებლად“, - ციტირებს KCNA-ი კომ ჩენ ინის სიტყვებს.  

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკმა ადგილობრივი მედიის წინაშე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. „შეიძლება, ამ ორის ნაერთიც იყოს, მაგრამ შეიძლება, ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9,000 კონტეინერი მიიღო. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.  

მედია: შეჩერებულია გადაზიდვები, რომლითაც რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სავარაუდოდ, იარაღს იღებს

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, შეაჩერა რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ამას სამხრეთ კორეული გამოცემის NK Pro-ს მიერ გაანალიზებული თანამგზავრული მონიტორინგის მონაცემები მოწმობს. როგორც მედია წერს, გასული შემოდგომიდან რამდენიმე რუსული გემი რეგულარულად მოძრაობდა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პორტებს შორის და მას გადაჰქონდა კონტეინერები, რომლებიც, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალას შეიცავდა. თუმცა დაახლოებით სამი კვირაა, ეს გადაზიდვები არ სრულდება. რატომ შეჩერდა კორეის პორტსა და რუსეთს შორის ტვირთის გადაზიდვა, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში ახალი საბრძოლო მასალის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები ან ლოგისტიკური პრობლემებიც იყოს. ამასთან, სხვა ნიშნები მიუთითებს მომავალში განახლების შესახებ, თუმცა, ხაზს უსვამს გემების მონიტორინგის გაგრძელების აუცილებლობას. „ასევე არ არის გამორიცხული, რომ იარაღი რუსეთს სარკინიგზო გზით გადაეცემა ორი ქვეყნის საერთო სახმელეთო საზღვრის გავლით,“ - წერს გამოცემა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა - სეული  

კიმ ჩენ ინმა ახალი ტიპის ტანკი გამოსცადა და ჯარს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა - მედია

ჩრდილოეთ კორეის ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სატანკო სწავლების დროს, სამხედროები  მოინახულა და ჯარისკაცებს მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად. შეხვედრის დროს ჩრდილოკორეელმა დიქტატორმა თავად მართა ახალი ტიპის ტანკი. კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ახალი ტიპის საბრძოლო ტანკი "მსოფლიოში ყველაზე ძლიერია." სამთავრობო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სატანკო წვრთნები აშშ-სა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური თერთმეტდღიანი სწავლებების პარალელურად დაიწყო. რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნები 48 სახის სხვადასხვა საველე ტიპის წვრთნას მოიცავდა, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია. ცნობისთვის, კიმ ჩენ ინმა არაერთხელ მოუწოდა სამხედროებს, ომისთვის მზად იყვნენ.  

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი გააგზავნა - სეული

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით მიიღო. აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები. თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.  

კიმ ჩენ ინი: ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს. ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო.“ კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება "ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს". „ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

FT: რუსეთმა გაეროს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება პირდაპირ დაიწყო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება მიუხედავად ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციებისა. სანქციები 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ დაწესდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, ნავთობის მიწოდება 7 მარტს დაიწყო. ეს ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული პირველი დადასტურებული ექსპორტია გაეროს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნიდან ნავთობპროდუქტებით დატვირთული მინიმუმ ხუთი ჩრდილოკორეული ტანკერი გავიდა. ამის შემდეგ ორი გემი გაემართა პორტ ჩხონჯინში, სადაც, როგორც ჩანს, ნავთობი გადმოტვირთეს, წერს ბრიტანული გამოცემა. ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) სამეცნიერო თანამშრომლის, ჯოზეფ ბირნის თქმით, ამ ხომალდებიდან ზოგიერთი გაეროს სიაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უცხოურ პორტებში ყოფნაც კი აკრძალული აქვთ. „ნავთობის ეს მიწოდება სრულმასშტაბიანი თავდასხმაა სანქციების რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირასაა,“ განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა, ყოფილმა კოორდინატორმა გაეროს ჯგუფისა, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვას აკონტროლებს. როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, შარშან აგვისტოში ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთისთვის ამუნიციის მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. RUSI-ის მონაცემებით, პორტი ვოსტოჩნი ასევე სატრანზიტო პორტად გამოიყენება გემების მიერ, რომლებიც იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდნენ. „ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის მკაფიო ბარტერული შეთანხმება ‘იარაღი ნავთობის სანაცვლოდ’, რაც ღიად არღვევს სანქციებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინმა პირადად მოაწერა ხელი,“ განაცხადა ჰიუ გრიფიტსმა. როგორც გამოცემა წერს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა კომენტარზე. თებერვალში გაზეთი The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ამუნიციის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას უფლება მისცა, წვდომა მიეღო მსოფლიო საფინანსო სისტემაზე, ასევე ბლოკადა მოხსნა ჩრდილოკორეული აქტივების ნაწილს, რომლებიც გაეროს სანქციების ქვეშ მოყვა. გარდა ამისა, წყაროების თანახმად, მოსკოვმა ფხენიანს უფლება მისცა, ანგარიში გაეხსნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. 2023 წლის თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ, განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს იარაღის ნაწილი მიაწოდა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ჩანს ამუნიცია ჩრდილოეთ კორეის საცავიდან. შეიარაღება დატვირთეს გემზე, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა და გაგზავნეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მდებარე საცავში. გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა რუსეთს ბრალი დასდო ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე ემბარგოს დარღვევაში.  

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო გემი სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა სატვირთო გემი DEYI, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით, რუსეთში მიემართებოდა, იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სანქციების შესაძლო დარღვევას, აშშ-სთან თანამშრომლობით იკვლევს მაგრამ დამატებითი კომენტარისგ გაკეთებისგან უწყებამ თავი შეიკავა. გემკის კაპიტანი ჩინეთის მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები - ინდონეზიისა და ჩინეთის მოქალაქეები. მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გაჩერების ბრძანების შესრულებაზე, სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ გემი ბუსანის პორტში ნავსადგურზე გადაიყვანა. Yonhap-ის ცნობით, ამჟამად უცნობია, დაარღვია თუ არა გემმა სანქციები, რადგან ეკიპაჟმა უარი თქვა ტვირთის შემოწმებაზე. გაეროს რეზოლუცია, რომელიც 2017 წელს არის მიღებული, საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, შეაჩერონ, შეამოწმონ და ჩამოართვან ნებისმიერი გემი მათ ტერიტორიულ წყლებში, თუ იგი ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.  

მედია: ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ზონაში ტერიტორია დანაღმა

ჩრდილოეთ კორეამ დაამონტაჟა სახმელეთო ნაღმები კორეათაშორის გზაზე, დემილიტარიზებული ზონის (DMZ) ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ჰყოფს, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს 2023 წლის ბოლოს აყენებდა სეულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 85 კილომეტრში. გზა დემილიტარიზებულ ზონაში აშენდა 2018 წლის კორეათაშორისი სამხედრო შეთანხმების შესაბამისად.  ცნობისთვის, სეულის ამ განცხადებამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა სამხრეთ კორეასთან გაერთიანების ათწლეულის პოლიტიკის გაუქმებისკენ და მათი ურთიერთობების განსაზღვრისკენ - როგორც „ერთმანეთზე მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს“ შორის. მას შემდეგ, რაც 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან. ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს  

Reuters: გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება

Reuters-ის ცნობით, გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. სააგენტო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს გაეცნო. გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. გაეროს სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში იმყოფებოდა. მათ დამოუკიდებლად ვერ დაადგინეს, კონკრეტულად საიდან ისროლეს ბალისტიკური რაკეტა, თუმცა უკრაინული მხარისგან მიღებული მონაცემები ტრაექტორიის შესახებ მიუთითებს, რომ ხარკოვს ამ რაკეტით რუსეთის ტერიტორიიდან შეუტიეს. გაეროს ექსპერტები უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთის განკარგულებაში ამ რაკეტის არსებობა მიუთოთებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს და დაარღვიეს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამის გამო სანქციები 2006 წელს დაუწესა, მათ შორის, რუსეთის თანხმობით. მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას უარყოფს. 2024 წლის მარტში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტო დაადო ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების დაცვაზე მონიტორინგის ჯგუფის მანდატის გაგრძელებას. შესაბამისად, ამ ჯგუფის 15-წლიანი მანდატის მოქმედების ვადა დღეს, 30 აპრილს ამოიწურება. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენების შესახებ პირველად 2024 წლის 4 იანვარს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება დაიწყო. 9 იანვარს ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა შეუერთდნენ. 2024 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 20-ზე მეტი ჩრდილოკორეული რაკეტა.